ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტთან ვეტოზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

"ვეტოზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. მას ავუხსენით იმ გეგმების შესახებ, რაც აქვს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ასევე, იმ კანონპროექტის არსი, რომელიც განიხილება და რომელსაც ზოგი ჩვენი ოპონენტი განზრახ და ზოგი შესაძლოა უნებლიედ, არასწორად განმარტავს ხოლმე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩავიარეთ ყველა მუხლი. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მით უფრო ბევრი ადამიანი გაეცნობა რეალურ ვითარებას. ტრაგიკულად ნუ დახატავთ ვითარებას, რომ ვინმეს საარსებო წყაროს ვართმევთ. მედიაპლურალიზმი ყველას მონაპოვარია და თითოეული მოქალაქისთვის არის აუცილებელი", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება შესყიდვებთან დაკავშირებით კრიტიკას, მაღლაფერიძის თქმით, მათი მოთხოვნაა, შემოქმედებითი პროდუქციის გათავისუფლება ტენდერებისგან. "ჩვენ ვითხოვთ არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ შემოქმედებითი პროდუქციის გაყიდვის გათავისუფლებას ტენდერებისგან. გადაცემას და ფილმს არ უნდა ვიძენდეთ ისე, როგორც ცემენტსა და კონდიციონერს. ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ საქართველო 2019 წელს მთლიანად თავისუფლდება ამ ტიპის პროდუქციის ტენდერებისგან", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო