კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია - „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

კულტურის სამინისტროში, ხვალ, რიგით IX თეატრალური პრემია - „დურუჯის“, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი დაესწრებიან.

„დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე, მე-9 წელია იმართება. 2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იყო შემოტანილი“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე თქმით, 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.

„დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდება ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებიც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულებს გამოავლენენ. თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“-ის ნომინაციებში, წელს, მცირედი ცვლილებაა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“, პრემია, მიმდინარე წელს აღარ გაიცემა. სამინისტროსა და „დურუჯის“ ორგანიზატორთა შეთანხმებით, 2018 წლიდან, სამინისტრო პრემიას კვლავ გასცემს, სახეცვლილ ნომინაციაში - „საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივ თქმით, „დურუჯი 2017“-ის ნომინაციებია: „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“; „საუკეთესო სცენოგრაფი“; „საუკეთესო მსახიობი ქალი“; „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“; „საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა