მამუკა მდინარაძე - გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ფრაქციების შექმნა დააჩქარა

გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ფრაქციების შექმნა დააჩქარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორი ახალი ფრაქცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ამ ამბის გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა გარკვეულწილად დააჩქარა ფრაქციების შექმნა, რადგან ჩვენ არსად ვჩქარობთ. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ფრაქციები შექმნილი იქნება. მართლაც, უკეთესია კოორდინაციისა და იმისათვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, საკანონმდებლო ინიციატივებში და აზრის ფორმირებაში იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ ორი ახალი ფრაქცია ეყოლება უმრავლესობას. შესაბამისად, ნაცვლად 6 ფრაქციისა, ჩვენ გვეყოლება 8 ფრაქცია. თქვენ ნახეთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უსაფუძვლო სპეკულაციები მოჰყვა ჩვენს მიერ ამ ამბის გახმოვანებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ამაზე მსჯელობა. როცა პარლამენტში 110-კაციანი ფრაქცია იყო და ის ჩაიშალა პატარა ფრაქციებად, მაშინვე ვთქვით, რომ არ იყო გამორიცხული შექმნილიყო კიდევ რამდენიმე ფრაქცია. სწორედ ამის გაგრძელებაა ესეც, სწორი და უკეთესი მენეჯმენტისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო