ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოსწავლე დაკითხეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოსწავლე დაიკითხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოსწავლემ თავად განუცხადა.

მათი ინფორმაციით, მოსწავლეები აღნიშნულ საქმეზე დღეს დაიკითხნენ, მასწავლებლების გამოკითხვა კი, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა