ქუთაისში მდინარე „ოღასკურას“ კალაპოტი იწმინდება

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდინარე „ოღასკურის“ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე „ოღასკურა“ უხვი ნალექის დროს დიდდებოდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. მდინარემ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები წელსაც შეუქმნა.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, კალაპოტის წმენდა ადგილობრივი ძალებით ხორციელდება, თუმცა, იგეგმება სრული წმენდა, რისთვისაც პროექტი მზადდება და მდინარის მთელი კალაპოტი გაიწმინდება.

„რამდენიმე თვის წინ, მდინარე ოღასკურამ ადიდების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული ზარალი მიაყენა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს. საჭიროა მდინარის კალაპოტის სრული წმენდა, რისთვისაც პროექტი მზადდება და კალაპოტის სრული გაწმენდის შემდეგ ადიდებული ოღასკურა მოსახლეობას პრობლემებს აღარ შეუქმნის", - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გაწმენდით სამუშაოებს ქუთაისის ააიპ „სპეციალური სერვისები“ აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა