ირაკლი კობახიძე პოლონეთის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო