თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩა № 3, № 4, № 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ორბელიანის, ათონელის, ტელეგრაფის III და IV ჩიხებში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა