ანაკლიის პორტის წარმომადგენლებმა პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინეს

ანაკლიის პორტის პროექტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვევით უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დეკანებს, პროფესურას და სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

კონსორციუმის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებზე ისაუბრეს, შემდეგ კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.

„ანაკლიის პორტის პროექტი უნიკალური სამშენებლო პროექტია. დღეს, როდესაც პროფესიონალი საინჟინრო კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი, პროექტის წარდგენა და იმ სტუდენტებთან შეხვედრა, რომლებიც ორ-სამ წელიწადში უნივერსიტეტს დაამთავრებენ და მნიშვნელოვან პროექტში ჩართვის და ჩვენთან და ჩვენს კონტრაქტორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში იწყება. პორტის პირველი ფაზა 2021 წელს უნდა ამოქმედდეს, როცა პორტი შეძლებს დიდი გემების მიღებას. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. ამასთან, პორტის ტერიტორიის მიმდებარედ ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარება იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის სრული ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს