დათო სარალიძის მამა - მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ”რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა.

მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარ დანაშაულში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებდეს. გარდაცვლილის მამა ასევე არ ეთანხმება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილ დათო სარალიძეს იარაღი მხოლოდ ერთხელ მოუქნია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის ობიექტური და სამართლებრივი გამოძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.

”ორ არასრულწლოვანს რატომ უნდა მოსვლოდა აზრად თავში, რომ 12 ჭრილობა მიაყენოს ერთ ადამიანს?! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შემთხვევით გამვლელი ლევან დადუნაშვილიც მოკლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში მეტი პოროვნება მონაწილეობდეს, მაგრამ ჯერჯერობიოთ ორი იარაღია ამოღებული და ორ პიროვნებაზე კეთდება აქცენტი.

არ ვეთანხმები ადვოკატის განცხადებას, რომ ერთხელ მოუქნია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ მოუქნია დანა, მეორე პირი 11-ჯერ ვერ მოასწრებდა დანის დარტყმას, ეს გამორიცხულია.

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყო მიყვანილი. არა იმის გამო, რომ ჩემი შვილია დაღუპული, იმის გამო, რომ ეს მეორედ არ მოხდეს. თუ ვინმე დაუსჯელი დარჩა, თუ ეცადნენ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებით შეუმსუბუქეს სასჯელი, ჩათვალეთ, რომ ყველა მოზარდი იმას იფიქრებს, რომ მეც იგივეს გავაკეთებო”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა