მიხეილ ჯანელიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დარიუს სკუსევიჩიუსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის დელეგაცია მიიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარიუს სკუსევიჩიუსი ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით და ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5 სამიტის შედეგებს.

„ლიტვურმა მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები და გეგმები. მიხეილ ჯანელიძემ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური წვლილისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომიგაღრმავებისა და გაძლიერების მნიშვნელობა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო