ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მიიღეს. რაც შეეხება ვეტოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„გაიმართა მსჯელობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტო არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტრასბურგი და ხვალეო!..
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20 ივნისს შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება, მასა იყო აგრესიული და შეტევაზე გადადიოდა
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს