ირაკლი კობახიძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქციის შექმნის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში განხეთქილების შესახებ საუბარი არის სპეკულაცია, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

„ჩვენ ვახერხებდით აქამდეც, უმრავლესობის შიგნით, ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას, მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას უმრავლესობის შიგნით. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი. ეს იყო გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, მთლიანად, საფუძველს იყო მოკლებული ეს საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა