გიორგი კახიანი - უმრავლესობის რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს

უმრავლესობის რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პარტია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ორ ახალ ფრაქციასთან დაკავშირებით გამოწვეული რეზონანსი იმ ჭორების დამსახურებაა, რომელიც შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება. უმრავლესობის დეპუტატი ასევე ჭორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თანამდებობა შესაძლოა მთავრობის მეთაურმაც დატოვოს.

”ფრაქციების თემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც, ფრაქციების დაშლა შეიძლება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ეს არის ყოვლად უსაფუძვლო ეჭვი, არანაირი შეხება მას სიმართლესთან არ აქვს. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს უმრავლესობის რიგებში. იმაზეც საუბრობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი აღარ იქნება პრემიერი, მაშინ, როდესაც ოფიციალურად წარდგენილია მთავრობის მთელი შემადგენლობა”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა