მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მივწერე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია newsone-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მისწერა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

მისი თქმით, პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მისწერა.

„მივწერე: „თქვენ მე დამამცირეთ. შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული. თქვენთან დაკავშირებით აგრესიული მიზნები არ მაქვს. ამ ვითარებაში გამარჯვებულია პუტინი და მე მზად ვარ დასალაპარაკებლად“. მაგრამ რაზე ვილაპარაკოთ?! იმაზე, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ შევარდნაძეს. მასთან, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, ვისაუბრე ხელისუფლებიდან მისი მშვიდობიანად წასვლის პირობებზე: სისხლისღვრის გარეშე, ძალის გამოუყენებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში Большой вечер.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს