აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ცნობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც არ ცნობს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოწოდებით გამოდის.

ეგვიპტის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა დღეს გაიმართა. მას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-მა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა.

რეზოლუციის პროექტით, „ნებისმიერი გადაწყვეტილებები და ქმედება, რომელიც ითვალისწინებს იერუსალიმის დემოგრაფიული შემადგენლისა და სტატუსის ცვლილებას, ბათილია და უნდა გაუქმდეს“.

ამერიკის წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ რეზოლუციის პროექტს და უშიშროების საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერას შეურაცხმყოფელი უწოდა.

„დღეს რასაც ვაკვირდებოდით უშიშროების საბჭოში, შეურაცხყოფაა და ეს არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ზიანი მოაქვს გაეროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ვიდრე სიკეთე“, - განაცხადა ჰეილიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს