პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თხოვნა პრეზიდენტს დღეს გადაეგზავნება და პარლამენტის მოთხოვნა იქნება, რომ სხდომა გაგრძელდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.

“მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. როგორც იცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგგარშე სესია გაგრძელდეს 21 დეკემბრის 12:00 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, რომ მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირასაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტი რიგგარშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას განიხილავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა