„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს, - ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ნოდარ ხადურის უწყებამ კითხვები გამოგვიგზავნა, რაზეც ჩვენმა იურისტებმა პასუხი გაუგზავნეს. ჩვენ მოვითხოვთ, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრის დაკითხვას, ასევე, მოვითხოვთ პროცესების გაშუქებას, რათა მაყურებელმა და იმ პირებმაც, რომლებიც დღეს განცხადებებს აკეთებენ, თავად ნახონ, რა ხდება რეალურად ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა შარაშიძემ.

ამასთან, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გამოძიებაზე ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანია სამართლებრივ ჭრილში მოქმედებს, რასაც მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტარების მიერ გაკეთებული შეფასებებით ხელი ეშლება. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა