მამუკა მდინარაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი იყო

დამატებითი ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ”TVპირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ფრაქციების შექმნა შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ ან ე.წ. ტენდერების საკითხმა გამოიწვია. მდინარაძის განცხადებით, დამატებითი ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება გუნდმა დაახლოებით სამი თვის წინ მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში მნიშვნელოვან ასახვას არ ჰპოვებს.

”პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება დამატებითი ფრაქციების შექმნა. ის პარტიის ლიდერია და ბუნებრივია ამაზე საუბრები გვქონდა. ვთქვით, რომ საშემოდგომო სესიის დასრულების დროს გავახმაუროთ ეს ამბავი, რომ ვქმნიდით ორ ახალ ფრაქციას. პერსონებთან მიმართებით სამი თვით ადრე ასე ვყალიბდებოდით, რომ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებდნენ.

ფრაქციას აქვს ორგვარი ხარჯი. ერთი არის აპარატი და მეორე სამივლინებო ხარჯი. ერთიც და მეორეც მიბმულია დეპუტატების რაოდენობაზე. მაგალითად თუ ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში” დარჩება 60 ადამიანი და ვთქვთ სხვა ფრაქციაში გადავა 26, 26 კაცის შესატყვისი და შესაბამისი დაფინანსება გადაყვება სხვა ფრაქციას და 26 კაცით ნაკლები შესატყვისი თანხა დარჩება დიდ ფრაქციაში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა