ანა დოლიძე - თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან იქნება თავისუფალი

თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო საწერკალამი ან შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ კანონს“ დაადებს თუ არა ვეტოს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დოლიძის აზრით, დღესდღეობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარი ფუნქცია დაკარგოს.

”ვინც ვმუშაობთ, ყველანი ვიხდით საშემოსავლო გადასახადს, აქედან გარკვეული თანხა აკლდება გზას, საავადმყოფოს, სკოლას, ინფრასტრუქტურას და მიდის პირველ არხზე. გამომდინარე აქედან, ყველასთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ეს თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო საწერკალამი ან შოკოლადი, წავიდეს იმ მიზანზე, რა მიზნისთვისაც არის განკუთვნილი. ამით პატარა თანხა არ გროვდება, საუბარია 40, 44 თუ 50 მილიონ ლარზე, რომელიც უნდა მოხმარდეს ტელევიზიას, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს