ივან ლოზოვოი - მიხეილ სააკაშვილმა მიტინგებისა და მარშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიტინგებისა და მარშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხ „ზიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ივან ლოზოვოიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კიევში, ოქტომბრის სასახლესთან გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო.

„ოპოზიცია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიის. პოლიტიკა ოპოზიციის გარეშე არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა. მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ჯერ სრული მორატორიუმი იმოქმედებს მომდევნო მარშებთან და მიტინგეთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა გუშინ“, - განაცხადა ლოზოვოიმ, თუმცა აქვე დასძინა, რომ პარტია ოპოზიციურ აქტივობას არ შეწყვეტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა