"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დღეს გახდება ცნობილი

სემეკი დღეს, საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს. როგორც „ინტერრპესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან (სემეკ) აცნობეს, საჯარო სხდომაზე დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების - „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, შაორჰესის, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.

ასევე, გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.

„ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ - ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, რომელიც საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებენ კომისიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა