რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ბაჩილავამ განაცხადა, ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა ,,რუსთავში" მიყვანამდე გონზე მოვიდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკა ,,რუსთავში" განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა