თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს, დღეს, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 19 დეკემბერს საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს,

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს;

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იოსებიძის, იყალთოს, ბუკიას, ბახტრიონის და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდგორის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის მცხოვრებლებს;

ვაკეში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის, ტიციან ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, არაყიშვილის, აბაშელის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა