კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია - „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

კულტურის სამინისტროში, დღეს, რიგით IX თეატრალური პრემია - „დურუჯის“, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი დაესწრებიან.

„დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე, მე-9 წელია იმართება. 2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იყო შემოტანილი“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე თქმით, 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.

„დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდება ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებიც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულებს გამოავლენენ. თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“-ის ნომინაციებში, წელს, მცირედი ცვლილებაა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“, პრემია, მიმდინარე წელს აღარ გაიცემა. სამინისტროსა და „დურუჯის“ ორგანიზატორთა შეთანხმებით, 2018 წლიდან, სამინისტრო პრემიას კვლავ გასცემს, სახეცვლილ ნომინაციაში - „საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივ თქმით, „დურუჯი 2017“-ის ნომინაციებია: „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“; „საუკეთესო სცენოგრაფი“; „საუკეთესო მსახიობი ქალი“; „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“; „საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი“.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს