ეროვნულ სატყეო პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ეროვნულ სატყეო პროგრამასთან დაკავშირებით მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო დონორი და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სატყეო სექტორის, როგორც დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამა, რომელსაც კოორდინაციას უწევს სატყეო პოლიტიკის სამმართველო. ეროვნული სატყეო პროგრამის მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

ეროვნული სატყეო პროგრამის მეოთხე პლენარულ შეხვედრაზე სატყეო რეფორმის ბოლო 2 წლის პროგრესი შეაჯამეს, სადაც წარმოდგენილი იყო 2016-2017 წლის განმავლობაში მომზადებული დოკუმენტები: ტყის კოდექსის პროექტი, ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, ასევე სატყეო განათლების სტრატეგია.

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი, გაიმართა 300-მდე სამუშაო შეხვედრა, ჩართულია 70-მდე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების 270 - მდე წარმომადგენელი. ეროვნული სატყეო პროგრამა ხელს უწყობს თემატური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა