ბრალდებული პოლიციელების ადვოკატი - ბექა ხახუბიას პატრული ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდა, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი

ბექა ხახუბიას ხმოვანი სიგნალით ეუბნებოდნენ, რომ მას წინ ელოდებოდა ბარიერი და შეენელებინა მოძრაობა, - ამის შესახებ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ გორის გვირაბთან გზა სრულად არ გადაიკეტა და იქ გასასვლელი იყო.

”განათება აბსოლუტურად კარგი იყო. ამასთანავე დადგინდა, რომ გვირაბში შესვლამდე ხახუბიას დაახლოებით 40-50 მეტრში მიყვებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს ეუბნებოდნენ მას ხმოვანი სიგნალით, რომ წინ, გვირაბის მიღმა, ელოდებოდა ბარიერი, შეენელებინა მოძრაობა და გაჩერებულიყო“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, ბექა ხახუბიას პოლიციის თანამშრომლების დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.

„ბექა ხახუბიას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის ან სხვა რაიმე ინტერესი არ ამოძრავებდა. მან გვერდი აუარა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც, იქ გაჩერებულ ავტომობილებს და მათ შორის გაიარა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა