შსს-მ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი, 1996 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ე.ა. და 1987 წელს დაბადებული ბ.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.

”დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო