აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება

”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ფარკასის თქმით, საქართველოსთვის ”ჯაველინების” მიწოდება არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.

„2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი ”ჯაველინების” მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ ”ჯაველინების” სრული ფასი დაიფაროს. თუმცა საქართველოს, სავარაუდოდ, ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება. მთავრობას მოვუწოდებ, იმოქმედოს სწრაფად და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად. ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება - დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა.

მისივე თქმით, რუსები ყოველთვის იქნებიან გაღიზიანებული საქართველოს მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯით და ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეიმუშაონ უნარი, ყურადღება არ მიაქციონ რუსეთის გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნას.

„სხვა რისი გაკეთება შეუძლიათ გარდა იმისა, ისაუბრონ იმაზე, რომ გაღიზიანებული არიან. ეს თავდაცვითი სისტემაა, რომლის ერთადერთი მიზანი რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო მოქმედების შეკავებაა. ამ იარაღს რეგიონში სამხედრო ბალანსის შეცვლა უბრალოდ არ შეუძლია და ეს ყველამ იცის. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდან ამ მიზნის დასახვა სრულიად წარმოუდგენელია, ”ჯაველინები” აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ საქართველოს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა.

მისივე აზრით, აშშ-ის მიმდინარე პოლიტიკა ობამას პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ, ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის ყველა ადმინიტრაცია აღიქვამს, როგორც ახლო პარტნიორს.

„ასე გვსურს დავინახოთ დემოკრატიულად უფრო ძლიერი საქართველო, რომელიც რეგიონში ეკონომიკური ძალა იქნება და რომელსაც საკუთარი საზღვრის დაცვა შეეძლება. მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს ხალხი ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირზე, ვფიქრობ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უცვლელი რჩება. ტრამპის შემთხვევაში კი, ჯაველინების მიყიდვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაცია საქართველოს დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა