ნიკი ჰეილი - რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ვიხილეთ, შეურაცხყოფაა, ამას არ დავივიწყებთ

რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას ვიხილეთ, არის შეურაცხყოფა. ამას არ დავივიწყებთ, - განაცხადა გაეროში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ვეტო, რომელიც აშშ-მ გამოიყენა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

„ის, რომ რეზოლუციაზე ვეტო გამოვიყენეთ აშშ-ს სუვერენიტეტის დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში ამერიკის როლის ხაზგასასმელად არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენთვის“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არ იყო ნახსენები აშშ და ტრამპი, მაგრამ გამოხატული იყო „დიდი მწუხარება ბოლო დროს იერუსალიმის სტატუსზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“.

ეგვიპტის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეუცვლის ხასიათს, სტატუსს ან დემოგრაფიულ შემადგენლობას წმიდა ქალაქ იერუსალიმს, არ ექნება სამართლებრივი შედეგი და ბათილად უნდა იყოს ცნობილი.“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა