ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეა ე.წ. WannaCry-ს კიბერ შეტევაში საჯაროდ დაადანაშაულა

ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეა ე.წ. WannaCry-ს კიბერ შეტევაში საჯაროდ დაადანაშაულა. 2017 წლის დასაწყისში ამ შეტევამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა საავადმყოფოები, ბანკები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

„ამ შეტევას ფართო ხასიათი ჰქონდა და მილიარდობით ზარალი მოიტანა. ამაზე პასუხისმგებელი ჩრდილოერთ კორეაა“, - ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში ტომ ბოსერტმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩრდილოეთ კორეა ძალიან უპასუხისმგებლოდ და დაუფიქრებლად იქცევა ათწლეულების განმავლობაში და მათი მოქმედებები სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. WannaCry-ს გაშვება ძალზედ თავზეხელაღებული ნაბიჯი იყო“.

თეთრი სახლი სავარაუდოდ დღეს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, სადაც ფხენიანს დაადანაშაულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა