აშშ-ში ჩინეთის საელჩო - ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სასარგებლო შედეგამდე მიგვიყვანს, მაშინ როცა კონფრონტაცია ორივესთვის წამგებიანია

ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სასარგებლო შედეგამდე მიგვიყვანს, მაშინ როცა კონფრონტაცია ორივესთვის წამგებიანი იქნება, - ამის შესახებ ჩინეთმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას მეტოქე უწოდა, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს აშშ-ს ძლიერებისთვის.

„ჩინეთი იმედოვნებს, რომ აშშ უარს იტყვის აღნიშნულ კურსზე და საერთო ინტერესების ძებნასა და განსხვავების დაფასებას დაიწყებს“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო საკუთარ ვებ-გვერდზე.

„ორმხრივი პატივისცემის გრძნობაზე დაყრდნობით, ჩინეთს სურს მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ამასთანავე, შეერთებულმა შტატებმაც უნდა გაითავისოს ეს და აღიაროს ჩინეთის განვითარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ გამოქვეყნებულ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი და რუსეთი ამერიკისთვის მთავარ კონკურენტებად დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა