თბილისის სააპელაციო სასამართლოს 54 მოსამართლეზე 11 თვეში გაცემული თანამდებობრივი სარგო და დანამატი 3 425 180 ლარს შეადგენს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 54 მოსამართლეზე, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 3 425 180,18 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოსამართლეებმა იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, თანამდებობრივი სარგოს სახით, ჯამში, 2 681 208,18 ლარი მიიღეს; ხოლო დანამატის სახით სამ თვეში - მარტში, ივნისსა და სექტემბერში, ჯამში 743 900 ლარი.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იანვარში, 54 მოსამართლეზე, ჯამში 230 604,51 ლარის თანამდებობრივი სარგო გაიცა; თებერვალსა და მარტში - 226 400 – 226 400 ლარი.

აპრილში - 216 400 ლარი; მაისში - 221 400 ლარი და აქედან 10 ათასი ლარი მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, ომარ ჯორბენაძემ მიიღო.

რაც შეეხება ივნისს, მოსამართლეებმა ხელფასის სახით, ჯამში, 253 843,62 ლარი მიიღეს. ივლისში, ჯამში, 297222,63 ლარია გაცემული; აგვისტოში - 238 510,75 ლარი; სექტემბერში - 258 066,63 ლარი, ოქტომბერში - 259 127,24 ლარი, ხოლო ნოემბერში - 253 304,8 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში 31 666,7 ლარი მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, თამარ ალანიამ დეკრეტული შვებულებისთვის აიღო. გარდა ამისა, ალანიას ამავე თვეში დანამატის სახით 5 000 ლარიც აქვს მიღებული.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი 5 000 ლარიდან 5 800 ლარამდე მერყეობს. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს გაცილებით მეტი თანხა აქვს მიღებული, მაგალითად, მხოლოდ ივლისში, მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოს თანამდებობრივი სარგოს სახით 8 409,05 ლარი აქვს მიღებული; ნათია გუჯაბიძესა და მირანდა ერემაძეს - 9772,67 - 9772,67 ლარი; ილონა თოდუასა და კახაბერ მაჭავარიანს - 9 545,4 – 9 545,4 ლარი; ბესარიონ ტაბაღუას -9 318,13 ლარი, ხოლო ვანო წიკლაურს - 9 859,31 ლარი.

რაც შეეხება აგვისტოს თვეს, მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა 6 428 ლარი მიიღო, სხვა მოსამართლეების ხელფასი ამავე თვეში ფიქსირებულია.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, იანვრიდან ნოემბრამდე, მოსამართლეებს პრემიები არ მიუღიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო