მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-ის ეთერში განაცხადა.

„მე წავალ დაკითხვაზე“, - ასე უპასუხა სააკაშვილმა კითხვას, აპირებს თუ არა ის 22 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას.

უკრაინის მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე 22 დეკემბერს დაიბარეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პავლე ბოგომაზოვმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან უწყება არ მიუღია და ადვოკატებმა არაფერი იციან მზადდება თუ არა ამგვარი დაკითხვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა