საგარეო უწყება - უკრაინაში თავდასხმისას დაშავებული ქართველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჰოსპიტალიზებულია მხოლოდ ერთი პირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში “ქართული ლეგიონის“ პოზიციებზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველებიდან ჰოსპიტალიზებული მხოლოდ ერთია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, საკონსულო დაუკავშირდა მათ და საჭიროების შემთხვევაში გაუწევს შესაბამის დახმარებას.

”საკონსულო კავშირზეა მათთან და მათი საჭიროების შესაბამისად გაუწევს დახმარებას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთია ჰოსპიტალიზირებული და უტარდება სათანადო მკურნალობა”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, 8 დაჭრილიდან ქართველი მხოლოდ ექვსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშეს, ბაჩო ქორჩილავას ინფორმაციით, უკრაინაში „ბოევიკებმა“ სვეტლოდარის რკალზე, „ქართული ლეგიონის“ პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს.

„ქართულ ლეგიონს“ რვა დაჭრილი ჰყავს. ბიჭები არტილერიული ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ“, - ნათქვამია ბაჩო ქორჩილავას განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაცია ”ფეისბუქის“ პირად გვერდზე ასევე დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა