IDFI - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებთ, რისკი, რომ კერძო მედიაბაზარს საფრთხე შეექმნას, რეალურია

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ რისკები იმისა, რომ კერძო მედიაბაზარს საფრთხე შეექმნას, რეალურია და ამაზე პარლამენტმა უნდა იფიქროს აუცილებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა.

"ჩვენთვის მიუღებელია ეს ცვლილებები. კარგია, რომ გარკვეულწილად დადებითი ცვლილებები მაინც შევიდა ამ კანონში. მაგალითად, ეს ეხება ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი ნუსხის ამოღებას ბოლო რედაქციიდან. თუმცა, საერთო ჯამში, ნეგატიურად ვაფასებთ ამ ცვლილებებს და ვთვლით, რომ რისკები იმისა, რომ კერძო მედიაბაზარს საფრთხე შეექმნას, რეალურია და ამაზე პარლამენტმა უნდა იფიქროს აუცილებლად",- განაცხადა ავალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა