გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავღანეთის არმიას კიდევ სჭირდება კოალიციის ძალების თანადგომა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ავღანეთში გერმანელი სამხედროების მონახულებისას განაცხადა, რომ 2014 წელს, ISAF- ის მისიის დასრულების შემდეგ გერმანიამ ძალების შემცირება იჩქარა. მინისტრის ვარაუდით, ავღანეთში კონფლიქტი ახლო მომავალში არ დასრულდება.

„არ მავიწყდება ჩვენი გამოსვლის დასაწყისი. ეს იყო ჩვენი ძალების ძალიან სწრაფი შემცირება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აღნიშნა, რომ ყველასთვის ცხადია, ავღანეთის კონფლიქტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გერმანიის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 16 წლის განმავლობაში იმყოფებიან, მას შემდეგ რაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა.

„ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი მისია სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენ დიდი გამძლეობის გამოჩენა დაგვჭირდება - ავღანეთის კონფლიქტი კიდევ დიდ დროს წაგვართმევს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ავღანეთის არმიას ჯერ კიდევ სჭირდება გაწვრთნა და კოალიციის ძალების თანადგომა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო