ნიკი ჰეილი - ვერც ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო

ვერც ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იერუსალიმის შესახებ რეზოლუციას აშშ-მ ვეტო დაადო.

ნიკი ჰეილიმ სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაიცვა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

„ვერავინ ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო. აშშ-ს თავისი სუვერენიტეტის დაცვა მოუწია მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო. დღეს, იმის გამო, რომ ვაღიარეთ ის ჭეშმარიტება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, ჩვენ მშვიდობის პროცესისისთვის ზიანის მიყენებაში გვადანაშაულებენ“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არ იყო ნახსენები აშშ და ტრამპი, მაგრამ გამოხატული იყო „დიდი მწუხარება ბოლო დროს იერუსალიმის სტატუსზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“.

ეგვიპტის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეუცვლის ხასიათს, სტატუსს ან დემოგრაფიულ შემადგენლობას წმიდა ქალაქ იერუსალიმს, არ ექნება სამართლებრივი შედეგი და ბათილად უნდა იყოს ცნობილი.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა