სემეკ-ში ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების ტარიფების დადგენის საკითხზე მსჯელობენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების ტარიფების დადგენის საკითხზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის პრესსპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა განაცხადა, თბოსადგურებისთვის ტარიფების დადგენის საკითხი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ყველა კომპონენტი იქნება დადგენილი, 25 დეკემბერს კომისია „თელასისა“ და „ენერგო -პრო ჯორჯიას“ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს.

„დღეს განისაზღვრება „ჟინვალჰესის“ და „ვარდნილჰესის“ კასკადის ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურების შემთხვევაში „ჯიფაუერის“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „მტკვარი ენერჯისა“ და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული“ კორპორაციის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურების ტარიფებს. აღნიშნული საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს“, - განაცხადა ქეთი ბერიკაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა