გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე - უკრაინაში ამერიკული და კანადური იარაღის შეტანა ქვეყნის ხელისუფლებას სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებს

უკრაინაში ამერიკული და კანადური იარაღის შეტანა ქვეყნის ხელისუფლებას ახალი სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, პეტრე ილიჩოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა, რომ კანადა მზადაა თავის კომპანიებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის ლიცენზია მისცეს, ხოლო შეერთებული შტატების კომპანიები, კერძოდ კი Airtronic USA „უკვე აწოდებს იარაღს კიევს, რაზეც საიდუმლო თანხმობა მიიღო როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე პენტაგონისგან. მიუხედავად ამისა, აშშ ამას ოფიციალურად არ აღიარებს“.

„ვურჩევდით მათ, ვინც ბიძგს აძლევს ასეთ მოქმედებებს და ვინც მათ აღასრულებს, დაფიქრდნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. სრულიად ცხადია, რომ  ამერიკული და კანადური სამხედრო შეიარაღებით უკრაინის მომარაგება ქვეყნის ხელისუფლებას უბიძგებს (რომელიც არც მინსკის ხელშეკრულების პირობებს იცავს) ახალი სამხედრო ავანტიურისკენ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ძალისმიერი გზებით დონბასში კონფლიქტი არ მოგვარდება, ხოლო პასუხისმგებლობა დაღუპულებზე მათ კისერზე იქნება, ვინც მკვლელებს იარაღით მოამარაგებს“, - ამბობს ილიჩოვი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა