კახა კალაძე - თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში დაიშვება და მხოლოდ მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში დაიშვება და მხოლოდ მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მერიისგან გამოყოფილი ადგილების გარდა დედაქალაქში გარევაჭრობა აკრძალულია.

"ყველა რაიონში არის კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გარევაჭრობისთვის, რომ ამ ადამიანებმა გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ამისთვის არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, რომ სხვა ადამიანებს არ შეეშალოს ხელი. მესმის, რომ წინასაახალწლო პერიოდია, უამრავი ადამიანია გამოსული, მაგრამ მითითებულ ადგილებზე უნდა მოხდეს გარევაჭრობის მოწყობა და გამართვა. ეს ეხება მხოლოდ საახალწლო პერიოდს. სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები კანონის ფრგლებში იმოქმედებენ" - განაცხადა თბილისის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს