„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სამომხმარებლო ტარიფის მცირედით გაზრდას ვარაუდობს

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სემეკი მათ ტარიფს გაუზრდის. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად წარმოების ტარიფი მათთვის განსაზღვრულია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე. ლევან მებონიას ვარაუდით, ცვლილების შემდეგ სავარაუდოდ, ტარიფი 1,8 თეთრამდე გაეზრდებათ. მისივე ვარაუდით, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფზე იქონიოს გავლენა.

„ველოდებით, რომ ჩვენი ტარიფი მცირედით გაიზრდება. ეს სამომხმარებლო ტარიფზე ალბათ იქონიებს გავლენას. ამჟამად წარმოების ტარიფია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე, ჩვენ ველოდებით, რომ 1,8 თეთრამდე გაიზრდება. 2018-20 წლებში ჩვენ განსაზღვრული გვაქვს კაშხალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებულია როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარესთან“, - განაცხადა მებონიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა