ფონდი „კონსტანტა“ წინა ხელისუფლების პროკურატურის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

ფონდი „კონსტანტა“ წინა ხელისუფლების პროკურატურის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით „კონსტანტა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სამშაბათს, 2017 წლის 19 დეკემბერს, 15:00-ზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფონდ „კონსტანტას“ საქმეზე მეორე განხილვა იმართება. დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კონსტიტუციური უფლების (საკუთრების უფლება) შელახვისა და არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენის ფაქტები. 1997 წელს დაფუძნებულმა პირველმა ქართულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - ფონდმა „კონსტანტამ“ 2007 წელს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნათა შესაბამისად დაარსა სააქციო საზოგადოება ბანკი „კონსტანტა“, რომელმაც 2008 წელს ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. 2011 წლის მარტში ფონდ „კონსტანტას“, როგორც ბანკ „კონსტანტას“ აქციონერს, პროკურატურამ ზეწოლისა და პირდაპირი მუქარის შედეგად ღამის საათებში იძულების წესით დაათმობინა კუთვნილი 80% აქციები.

2013 წლიდან ფონდი პროკურატურაში ითხოვს მუქარისა და ზეწოლის გზით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. გამოძიება არაეფექტიანად და მდორედ მიმდინარეობს. სამართალდამცავი ორგანოები არ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით ინიცირება გაუკეთონ წინა ხელისუფლების დროს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვას.

პროკურატურაში მიმართვის პარალელურად, ფონდმა 2014 წელს სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქონების დაბრუნების მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო ინსტანციამ ფონდის შუამდგომლობაზე თავისივე განცხადებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი მოკვლევის მასალების გამოთხოვაზე უარით, უხეშად დაარღვია შეჯიბრობითობის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპები, რის შედეგადაც ფონდს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ფონდმა ეჭვი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიუკერძოებლობაში და მათი აცილება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ფონდის ადვოკატის განცხადებით, ის მიმართავს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა მიაღწიოს სამართლებრივი პრინციპით საქმის გარემოებათა საფუძვლიან გამოკვლევას, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვას სასამართლოში და კანონიერების აღდგენას ფონდის მიმართ. ეს შექმნის პირველ პრეცენდენტს, რის საფუძველზეც წინა ხელისუფლების დროს პროკურორების და სხვა მოხელეთა უკანონო მოქმედებებით დაზარალებული პირი მნიშვნელოვან ქონებას დაიბრუნებს სახელმწიფოსგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა