ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი არ გავრცელდება

ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი არ გავრცელდება. პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე – 323/2, 325-ე – 329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს, დაკითხვა 1998 წლის “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით იწარმოებს.

პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი არიან.

2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმად, მოწმეს, დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ეკისრება (განსხვავებით დაკითხვის ძველი წესისგან). ამასთან აღნიშნული წესი სრულად ამოქმედებული არ არის. კერძოდ, თავის დროზე 2-წლიანი გარდამავალი პერიოდი დადგინდა და ცალკეულ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, მათ შორის ტერორიზმის, დანაშაულებთან მიმართებით ახალი წესის ამოქმედება 2017 და 2018 წლების დადგომას დაუკავშირდა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის

საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის წესის მოქმედების შენარჩუნება 2019 წლის 1-ელ იანვრამდე.

“ტერორიზმიდან გამომდინარე, საფრთხის მასშტაბები და სიმძიმე სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას და სრულფასოვანი გამოძიების წარმოების შესაძლებლობას, რაც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო