ეკა ბესელია მმართველ გუნდში ყველანაირ დაპირისპირებას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მმართველ გუნდში ყველანაირ დაპირისპირებას გამორიცხავს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შოთა შალელაშვილის წერილი იერუსალიმთან დაკავშირებით და და ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი პრემიერის შესაძლო გადადგომაზე, ხომ არ მიუთითებს დაპირისპირებაზე, ბესელიას თქმით, არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის.

"მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. თქვენ თუ აკვირდებით, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც თემატურად სხვადასხვა საკითხზე ისმის ხოლმე მმართველი გუნდიდან, შესაძლებელია იყოს განსხვავებული და უჩვეულო, რადგან ”ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში არ ვიყავით შეჩვეული პარტიიდან განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას. ჩვენი გუნდიდან ისმის ხოლმე განსხვავებული მოსაზრებები, რაც დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად",- განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო