ლეონიდ სლუცკი - აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიმართულია ამერიკული ჰეგემონიის ასაღორძინებლად და ერთპოლარული მსოფლიოს შესაქმნელად

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიმართულია ამერიკული ჰეგემონიის ასაღორძინებლად და ერთპოლარული მსოფლიოს შესაქმნელად, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ.

მისივე თქმით, „გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი და ჩინეთი, რომელიც ყოველთვის მრავალპოლარული მსოფლიო სტრუქტურის არსებობის მომხრეები არიან, შეერთებული შტატების გავლენისა და ძლიერებისთვის ძირითად საფრთხის შემცველ ქვეყნებად სახელდებიან. კვლავ საუბარია დაუსაბუთებელ ბრალდებებზე რუსეთის მხრიდან დასავლური ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაზე, სადაც რუსეთი და ჩინეთი გვერდიგვერდ არიან მოხსენებული.“

აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გამოქვენებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

„ეს ყველაფერი აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწყებული გზის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა რუსეთის დემონიზაცია მთელს მსოფლიოში. მიუხედავად სპეცსამსახურების ნაყოფიერი თანამშრომლობისა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, დიალოგი რუსეთსა და ამერიკას შორის ჯერ კიდევ კრიტიკულ ფაზაშია“, - აცხადებს ლეონიდ სლუცკი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა