წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის სერვის-ცენტრიც დააყაჩაღეს

წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, ამჯერად „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილში მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორი ბოროტმოქმედი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა წაღებული „საქართველოს ბანკის“ აღნიშნული ფილიალიდან. ბოროტოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალიც დააყაჩაღეს, თუმცა მომხდარი შსს-მ უკვე გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა