12 იანვარს თბილისში გრემის ორგზის მფლობელის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 12 იანვარს, გრემის ორგზის მფლობელის, ამერიკელი ჯაზ ვოკალისტის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე SOLO-ს და Eastern promotions-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გრეგორი პორტერი კონცერტზე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.

SOLO lifestyle-ის ხელმძღვანელის, ნათია დუჩიძის თქმით, ბილეთების გაყიდვა 28 დეკემბერს დაიწყება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის 21 დეკემბერს.

"12 იანვარს გრემის ორგზის მფლობელის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარდგება ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. კონცერტის ბილეთების გაყიდვა SOLO-ს მომხმარებლებისთვის დაიწყება 21 დეკემბერს, 10:00 საათზე, tkt.ge-ზე, SOLO-ს მომხმარებლებისთვის ბილეთის ფასზე განსაკუთრებული შეღავათი იქნება", - განაცხადა ეკა დუჩიძემ.

კომპანია Easterns promotions-ის დირექტორის გიორგი კერესელიძის თქმით კი, გრეგორი პორტერი 2016 წელსაც იმყოფებოდა საქართველოში. მისივე განცხადებით, გრეგორი პორტერი შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან - Nat King Cole & Me.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა