მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი აშშ-ის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ”გონივრული ძალის გამოყენებით უპასუხებს”

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას გონივრული ძალის გამოყენებით უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 4 საკვანძო საკითხს შეიცავს: ამერიკელების დაცვა, ამერიკის კეთილდღეობის ამაღლება, მსოფლიოს დაცვა ძალის გამოყენებით და ამერიკის გავლენის გაზრდა. დოკუმენტი მომზადდა სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, ფინანსთა სამინისტროს, აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და სხვა უწყებების თაოსნობით, მთავარ საფრთხედ კი რუსეთისა და ჩინეთის ამბიციები სახელდება.

„თანამედროვე მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ ძალაზე მხოლოდ ძალით შეიძლება პასუხის გაცემა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უპასუხებს რუსეთი შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას. ახალი სტრატეგია ბევრად უფრო განსაზღვრული, უხეში და აგრესიულია, თუმცა არსი იგივე დარჩა - მშვიდობის დამყარება ძალის საშუალებით ანუ ეროვნული უსაფრთხოება აბსოლუტური ჰეგემონიის დამყარებით“, - აღნიშნავს ფრანც კლინცევიჩი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა