„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ ვარკეთილის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც დღეს დააყაჩაღეს, უმნიშვნელო თანხაა წაღებული

„საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც დღეს დილით დააყაჩაღეს, უმნიშვნელო თანხაა წაღებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, გუშინ, წერეთლის გამზირზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს, საიდანაც სოფო ბალავაძის ინფორმაციით, თანხა არ არის წაღებული.

„გუშინ საღამოს მომხდარი შემთხვევა უკვე გახსნილია და დამნაშავე უკვე დაკავებულია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. რაც შეეხება დღეს დილას მომხდარ შემთხვევას, მიმდინარეობს ძიება. ამ თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. წაღებული თანხა აბსოლუტურად უმნიშვნელოა“, - განაცხადა სოფო ბალავაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის ერთ-ერთი ფილიალი დღეს დილით დააყაჩაღეს. ორი ბოროტმოქმედი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო