ვლადიმერ პუტინი - დსთ-ს ქვეყნებისთვის ძირითადი საფრთხე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარეობს

ცხადია, რომ მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე არსებული ვითარება აყენებს ახალი, უფრო ეფექტური რეაგირების გზების ძიების აუცილებლობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დსთ-ს ქვეყნებისთვის ძირითადი საფრთხე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარეობს, რომელნიც მოქმედებენ ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. ტერორისტები ცდილობენ ამ რეგიონების, როგორც პლაცდარმის გამოყენებას შემდგომი ექსპანსიისთვის, იბირებენ და წვრთნიან ახალ „ბოევიკებს“, შემდეგ კი სხვა სახელმწიფოებში გზავნიან ვითარების დესტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში დსთ-ს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურებისა და უსაფრთოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციისათვის გაგზავნილი წერილის მისალმებაში.

წერილი კონფერენციაში მონაწილე მხარეებს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააცნო.

„ამიტომაც აუცილებელია, რომ სპეცსამსახურებმა გააძლიერონ კავშირები პარტნიორებთან, შეიმუშავონ აქტუალური დავალებების გადაწყვეტისთვის საერთო მიდგომები, ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიონალური გამოცდილება, ოპერატიული და ანალიტიკური მონაცემები, ასევე ითანამშრომლონ სამოქალაქო სტრუქტურებთან“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს